COVID-19: აღდგენის დინამიკა

3 Jul, 2020
image
  • ივნისის ბოლოსთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის შემდეგ პირველად გადაუსწრო იან-თებ პერიოდის საშუალოს. ზრდამ ბოლო კვირაში +11% შეადგინა
  • საჯარო რეესტრში გაყიდული ბინების ტრანზაქციებში მკვეთრი გაუმჯობესება შეინიშნება. წლიურმა ცვლილებამ -26% შეადგინა, ხოლო წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი -41% იყო
  • ივნისის პირველი კვირის მაღალი მაჩვენებლის შემდეგ, ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვა ზრდის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. წლიურმა ზრდამ +34% შეადგინა
  • სამშენებლო მასალებსა და გრძელვადიან საქონელზე უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი მცირედით შენელდა
  • საკვებ ობიექტებში ხარჯვა ეტაპობრივად უმჯობესდება. გასულ კვირაში ზრდის ტემპმა წ/წ -29% შეადგინა
  • ივლისში რეგიონის სასტუმროების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით 4 პპ-ით გაიზარდა; ივლისში 4% სამომავლო დატვირთულობა ფიქსირდება თბილისში, 6% ბათუმში, 11% რეგიონში
  • მარტის შემდეგ გაკეთებული ჯავშნები არსებული ჯავშნების დაახ. 75%-ს შეადგენს რეგიონის სასტუმროებისთვის, 50%-მდეა ბათუმში და 20%-ზე ნაკლებია თბილისის სასტუმროებისთვის
  • კურსის ეფექტის გამორიცხვით, საგარეო გადარიცხვები ივნისის მეოთხე კვირაში წ/წ 2%-ით გაიზარდა
Start a conversation