მაკრო-სექტორული განახლება
მაკროეკონომიკური მიმოხილვა
- 2021 წლის ეკონომიკის 10.8%-იანი გადატვირთვა დივერსიფიცირებულია
- 2022 წელს ზრდა ნორმალიზდება და 5.5%-ს შეადგენს
- ზრდის მოლოდინი მეტწილად ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული
- სავალუტო შემოდინებები დივერსიფიცირებულია, თუმცა რეგიონზე დამოკიდებულება მნიშველოვანია
- ევრო/დოლარის მხრივ გასათვალისწინებელია საშუალოვადიანი დოლარის გამყარების პერსპექტივა
- ლირა გაუფასურდა, თუმცა სხვა ვალუტები მეტნაკლებად სტაბილურია დოლართან მიმართებით ლარის გარკვეული კორექცია, მოსალოდნელი საბაზო სცენარია
- წლიური ინფლაცია მაღალია, თუმცა ბოლო 3 თვის საშუალო 4%-იან ნიშნულზე დაბლაა
- ლარის საპროცენტო განაკვეთების დაწევა 2022 წლის მეორე კვარტალიდან არის მოსალოდნელი
მოსალოდნელი გავლენა ბიზნეს სექტორზე
- 2021 წელს ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის შესაბამის დონეს
- ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 75%-ით აღდგება 2022 წელს
- საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ინარჩუნებს დადებით ტენდენციას როგორც ფასის,ისე ტრანზაქციების რაოდენობისმიხედვით
- კომერციული უძრავი ქონების სექტორში ვაკანტურობის მაჩვენებელი უფო მდგრადი აღმოჩნდა კრიზის მიმართ ვიდრე რენტა